Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TSU Faculty of Law is the Winner of the Competition on International Humanitarian Law

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის გუნდი, ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.

 

ვულოცავთ საერთაშორისო სამართლის საბაკალვრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტებს - ციცი გიგოიძეს, ნაია სისაურსა და დავით ხვისტანს მიღწეულ წარმატებას.

 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში საერთაშორისო სამართლის საბაკალვრო პროგრამის მეორე შემადგენლობაც იღებდა მონაწილეობას, რომელიც 6 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა . გუნდი დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო სამართლის საბაკალვრო პროგრამის მე-4 სემესტრელი სტუდენტებით - მზია კვეკვესკირი, თორნიკე თევზაძე და თეონა ჩაჩუა.

 

მადლობას ვუხდით ჩვენი ინსტიტუტის მოწვეულ პერსონალს: სამართლის დოქტორ ნათია კალანდარიშვილს, რომელიც წლებია ჰუმანიტარული სამართლის კურს უძღვება, გაწეული კონსულტაციებისათვის და დოქტორანტ ომარ მთივლიშვილს გამარჯვებული გუნდის მწვრთნელობისათვის.

 

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება.

 

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი • TSU International Law Institute